Stop Russia

Stop Russia - ლოზუნგით ხვალ რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტი გაიმართება

Stop Russia - ამ ლოზუნგით ხვალ რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მუსიკალური ჯგუფები და მწერლები მიიღებენ.

აქციის მიზანი ყირიმში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტება და რუსეთის აგრესიის დაგმობაა.

აქცია-კონცერტი ყოფილი პარლამენტის შენობის წინ 7 საათზე დაიწყება.

იგი ტაბულას პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა.

კომენტარები