ჩხუბი ტორპედოს მოედანზე

სასამართლომ ტორპედოს გულშემატკივრები 100-დან 500 ლარამდე დააჯარიმა

www.supremecourt.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტორპედოს გულშემატკივრები 100-დან 500 ლარამდე დააჯარიმა.

გულშემატკივრების დაჯარიმების მიზეზი, გუშინდელი ინციდენტი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი შეხვედრის მე-60 წუთზე შეწყდა. ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ და თბილისის დინამოს ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. მათი შეჩერება პოლიციამ ვერ შეძლო. ინციდენტის შედეგად ფეხბურთის მატჩიც ჩაიშალა. მე-60 წუთისთვის, დინამო ტორპედოს პაპუნაშვილისა და მერებაშვილის გოლების წყალობით, ანგარიშით - 2:0 ამარცხებდა.

აღნიშნულის გამო, პოლიციამ 16 გულშემატკივარი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.

კომენტარები