რუსი პოლიტოლოგები

მარკედონოვი: შესაძლოა პუტინის დოქტრინა მივიღოთ

აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მოწვეული მეცნიერი სერგეი მარკედონოვი მიიჩნევს, რომ ყირიმში მოქმედების შედეგად რუსეთს შეუძლია, გამარჯვებული გამოვიდეს და პოსტსაბჭოთა სივრცეში პოზიციები გაიმყაროს.

„მე-19 საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში მონროს დოქტრინა მოქმედებდა, როდესაც მეზობელი ქვეყნები განსაკუთრებულ პრიორიტეტად იყო მიჩნეული და იქ არავის უშვებდნენ. ახლა შესაძლოა, პუტინის დოქტრინა მივიღოთ“, - აღნიშნავს მარკედონოვი.  

მარკედონოვი მოვლენების განვითარების მეორე ვერსიასაც ასახელებს. მისი თქმით, რუსეთი შესაძლოა, უმცირესობაში დარჩეს და დიდ იზოლაციაში მოექცეს. „ჯერჯერობით, მოვლენების განვითარება ორივე მიმართულებით შეიმჩნევა“, - დასძენს მარკედონოვი.

თბილისში, სასტუმრო „ციტადინში“ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ქართველი და რუსი პოლიტოლოგები მონაწილეობენ. 

კომენტარები