რუსი პოლიტოლოგები

ლუკიანოვი: უკრაინის სახელმწიფოს ახალი მოდელი იქნება ნაპოვნი

ჟურნალის "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი უკრაინის სახელმწიფოს ახალი მოდელის ჩამოყალიბების შესაძლებლობის შესახებ საუბრობს. ლუკიანოვის აზრით, კიევში სახეზეა არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ იმ პოლიტიკური მოდელის ნგრევა, რაც უკრაინაში 20 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

ლუკიანოვის ვარაუდით, პერსპექტივაში, რუსეთის, დასავლეთის და უკრაინის რეგიონების მონაწილეობით უკრაინის სახელმწიფოს ახალი მოდელი იქნება ნაპოვნი, თუმცა უკრაინის მოქმედ საზღვრებში.

ფიოდორ ლუკიანოვი უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. რაც შეეხება ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც ლუკიანოვი აღნიშნავს, ფორმალურად ლეგიტიმური პრეზიდნეტი დღეს ძალაუფლებას არ ფლობს და ქვეყნის სათავეში ვერც ვერასდროს იქნება.

თბილისში, სასტუმრო „ციტადინში“ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ქართველი და რუსი პოლიტოლოგები მონაწილეობენ.

კომენტარები