სააკაშვილი კიევში

სააკაშვილი: პუტინის ოცნებები გმირი ქალაქის - კიევის კარიბჭესთან დაიმსხვრევა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგრესიას პუტინის აგონიად მიიჩნევს, - ამის შესახებ ინფორმაციას gordonua.com ავრცელებს.

„სისხლიანი იანუკოვიჩის ჩამოშორებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ ამით თქვენი ბრძოლა არ მთავრდება. დარწმუნებული ვარ, არ გაჩერდებით, - მიმართა სააკაშვილმა კიევში, მაიდანზე შეკრებილებს, - პუტინის მცდელობის მიუხედავად, თქვენ გაერთიანდით, პუტინისთვის და მისი სისხლიანი იმპერიისთვის ნამდვილ საფრთხეთ იქეცით. თქვენ მთელ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ უკრაინა არ არის ტერიტორია (რაშიც პუტინი დარწმუნებულია), არამედ ნამდვილი ევროპული სახელმწიფოა. თქვენ ევროპული ოცნება გაქვთ და მისი წართმევა არავის შეუძლია. დაუჯერებელი მსხვერპლით ეს დაამტკიცეთ. პუტინი თქვენს ქვეყანაში შემოიჭრა. მაგრამ, ეს არა ძალის გამოვლინება, არამედ მისი აგონიაა.“

სააკაშვილის განცხადებით, პუტინის ოცნებები გმირი ქალაქის - კიევის კარიბჭესთან დაიმსხვრევა. 

კომენტარები