ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დასავლეთს მოუწოდებს არ დაუშვას აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მიმართ.

"დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო - საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ.

დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"- ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

კომენტარები