მოვლენები უკრაინაში

ვიტალი კლიჩკო უკრაინელ ხალხს მიმართავს

პარტია "УДАР"-ის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ.

"ძვირფასო უკრაინელებო, ჩვენი ქვეყანა სახიფათო ზღვარს მიადგა, რომლისკენაც მას უბიძგებენ. და ეს ზღვარი არ უნდა გადაილახოს. რადგან ახლა უკრაინას აქვს უნიკალური შანსი ააშენოს დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო, რომელშიც კანონი იქნება მთავარი. ეს კი ნიშნავს - რომ დაცული იქნება ყოველი ადამიანის სიტყვის თავისუფლება, ენა, საკუთრება, რწმენა, უფლება იცხოვრო ღირსეულად და იმუშაო შენს ქვეყანაში.

მე მივმართავ ყველა მოქალაქეს სამხრეთსა და აღმოსავლეთში, დასავლეთშა და ცენტრში. მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის რეგიონების პარტიასა და კომუნისტებს. ყველას ვისთვისაც ნამდვილად არ არის სულერთი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ყველას ვინც მხარს უჭერს მშვიდობას, წესრიგსა და სიწნარეს ოჯახში, თქვენ ვალდებულნი ხართ გამოიჩინოთ ნებისყოფა და გააკეთოთ ყველაფერი, იმისთვის რომ შეინარჩუნოთ უკრაინა როგორც სახელმწიფო და უკრაინელები - როგორც თავისუფალი და ერთიანი ხალხი.

მე მოგიწოდებთ ყველას - არანაირი პოვოკაციები, არანაირი მოწოდებები სეპარატიზმისკენ, არანაირი ძალადობა და ანარქია! უკრაინაში ფორმირებულია დემოკრატიული ხელისუფლება! ყველა ვისაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, ყველას ვისაც აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სინდისი, უნდა გამოიჩინონ პატრიოტიზმი და ერთიანობა" - განაცხადა კლიჩკომ.

კომენტარები