ემზარ კვიციანის დაკავება

ჭიკაიძე: კვიციანი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ემზარ კვიციანის დაკავების ფაქტს გამოეხმარა.

"ემზარ კვიციანი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში. მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით არის აღძრული საქმე. ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ ამ გამოძიების შედგებს", - განაცხადა მან. 

დღეს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი შსს-მ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავა. კვიციანი საქართველოში 2006 წლიდან იძებნება. მას ბრალი სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება. 

 

 

კომენტარები