თეორემა

მამა გაბრიელის საფლავის გახსნა

გადაკეტილი მცხეთა, ქართული არმია, ელიტური საშვები მთავრობისთვის და სამთავროს მონასტრის გალავანთან მისული ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე - ასეთი იყო მამა გაბრიელ ურგებაძის საფლავის გახსნის პროცესი. წმინდა გაბრიელ სალოსის განსასვენებელი წელს უკვე მეორედ იქცა პილიგრიმთა განსაკუთრებული ყურადღების საგნად. საფლავი გაიხსნა და ბერის სხეული, რომელსაც მართლმადიდებლები წმინდანად შერაცხვამდეც პატივს მიაგებდნენ ყველასთვის ხილული გახდა.

სასულიერო პირთა ერთი ნაწილი მამა გაბრიელის სხეულს უხრწნელად მიიჩნევს, მეორე კი თავის განცხადებებში ასეთი თამამი არ არის.

"არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" - ქრისტიანთა რწმენით ასეთია მოსესთვის სინას მთაზე ღმერთის მიერ გადაცემული მეორე მცნება.

არსებობს თუ არა წმინდანთა ნეშთის პატივმიგებასა და წარმართობას შორის განსხვავება, რა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას რელიკვიებთან, შესაძლებელია თუ არა უხრწნელობის ასახსნელად მეცნიერებას მივმართოთ და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე ამგვარ რიტუალებს.

კომენტარები