ჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ რუსეთს უნდა ”დავუწვეთ”

აქ კითხულობენ, რატომ არ დაესწრო ხელისუფლებიდან არავინ კიევის მაიდანზე დაღუპული დათო ყიფიანის ჩამოსვენებასო. ეს ხელისუფლება თვლის, რომ დღეს ევროპა და ამერიკა სუსტია, დატვირთულია საკუთარი, შიდა პრობლემებით. შესაბამისად, მათ არ სცალიათ ჩვენი რეგიონისთვის.

ამ ხელისუფლების უდიდეს ნაწილს ეს ფაქტი ახარებს - დედა რუსეთი ჩაგვიკრავს გულში და ისევ "ვიგულავებთ სოჩაში". მეორე, მცირე ნაწილს, არ ახარებს, მაგრამ ჩაფსმამდე აშინებს. ამიტომ, ორივე ეს ნაწილი თვლის, რომ ახლა რუსეთს უნდა დავუწვეთ ("არ გავაღიზიანოთ", "რიტორიკა შევცვალეთ"), თორემ ტალღაზეა და გადაგვთელავს. შესაბამისად, ის რაც ევრომაიდანზე მოხდა, არ ჯდება არც მათ წარმოდგენებში და არც მათ გათვლებში ("გრუშევსკის არ სცდება დაპირისპირება"), არც ის, რაც დათომ გააკეთა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე განაცხადა.

კომენტარები