არეულობა ვენესუელაში

მადურო ვენესუელაში კრიზისის გადასაჭრელად ობამასთან შეხვედრას ითხოვს

hangthebankers.com

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრასა და ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარებას სთავაზობს.

მადურო აშშ-ის მთავრობის ნაწილსა და ამერიკულ მედიას ვენესუელის მთავრობის გადაგდების დაგეგმვაში ადანაშაულებს.

”მოდით დავნიშნოთ დიალოგი და ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ. დიალოგი იქნება რთული და კომპლექსური იქამდე, სანამ აშშ ლათინური ამერიკის ქვეყნების დამოუკიდებლობას არ აღიარებს” - განაცხადა მადურომ.

შეგახსენებთ რომ ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 2013 წელს უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გახდა. მისი მოსვლის შემდეგაც ქვეყნის ბიუჯეტში 50%-იანი დეფიციტია.

სიტუაცია ვენესუელაში ახალგაზრდობის დღეს დაიძაბა, როდესაც ახალგაზრდების მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სამი ადამიანი მოკლეს. მადურომ ოპოზიციის ლიდერს ლეოპოლდ ლოპესს ტერორისტი უწოდა და მკვლელო, რომელმაც ხალხი აქციაზე გამოსასვლელად წააქეზა. 

კომენტარები