უკრაინა

პუტინი სისხლისღვრაში „ოპოზიციის რადიკალურ ფრთას“ ადანაშაულებს

ვლადიმირ პუტინი
Time

ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მომხდარი სისხლისღვრაში „ოპოზიციის რადიკალური ფრთა" დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობთ, ამის შესახებ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კამერონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

„გამოითქვა უკიდურესი შეშფოთება უკრაინაში, ოპოზიციის რადიკალური ფრთის მიზეზით, შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების გამო", - ნათქვამია პრესსამსახურის ცნობაში.

ვლადიმირ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და მან მოლაპარაკებებში შუამავლობის მისიით კიევში რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი მიავლინა.

კომენტარები