უკრაინა

აშშ იანუკოვიჩს კიევის ცენტრიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ მოუწოდებს უკრაინის ხელსუფლებას ძალოვნები კიევის ცენტრიდან გაიყვანოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა.

მისი განცხადებთ, ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ ცეცხლის გახსნით საკუთარი მოქალაქეების მიმართულებით. „მოვუწოდებთ პრეზიდენტ იანუკოვიჩს გაიყვანოს უსაფრთხოების ძალები ქალაქის ცენტრიდან და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას. ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.

მოვოწოდებთ ურკაინელ სამხედროებს არ ჩაერიონ კონფლიქტში, რომელიც პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ჯეი კარნიმ.

მისი განცხადებით, ძალის გამოყენება კრიზისს ვერ გადაწყვეტს და უნდა გადაიდგას ნაბიჯები ძალადობის შესაჩერებლად და კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად, რომელიც შეამცირებს დაძაბულობას და უკრაინის ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პრესმდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები იმოქმედებს ევროკავშირთან ერთად, რათა უზრუნველყოს ძალადობაში დამნაშავეთა პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ ერთიანი და დამოუკიდებელი უკრაინის უკეთეს მომავალს.

კომენტარები