არეულობა უკრაინაში

კერი: აშშ უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს

telegraph.co.uk

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღეს დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე არეულობასთან დაკავშირებით, სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს.

"პრეზიდენტ იანუკოვიჩს აქვს არჩევანი კომპრომისსა და დიალოგს ან ძალადობასა და დაპირისპირებას შორის. ვფიქრობთ, არჩევანი ნათელია და ჩვენ განვიხილავთ სანქციების შესაძლებლობას და სხვა ნაბიჯებს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა შევეცადოთ კომპრომისის მოძებნას" - ეს განცხადება კერიმ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ პარიზში გააკეთა.

 

კომენტარები