დევიდ ფინჩერი HBO-სთვის ”უტოპიას” გადაიღებს

independent.co.uk

დევიდ ფინჩერი HBO-სთვის სერიალის გაკეთებას აპირებს. ფილმების ”მებრძოლთა კლუბი”, ”შვიდი” და ”სოციალური ქსელის” რეჟისორის პროექტი ბრიტანული Channel 4-ის სატელევიზიო შოუს ”უტოპიას” ამერიკული რიმეიქი იქნება.

”უტოპია” გრაფიკულ ნოველაზე ”უტოპია ექსპერიმენტზე” მოგვითხრობს, რომლის ხელში ჩაგდებაც საიდუმლო ორგანიზაციას სახელად The Network სურს. ისინი სერიალის მთავარ გმირებს უპირისპირდებიან, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ გრაფიკულ ნოველაში დაწერილი სიუჟეტი ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა.

ფინჩერი პროექტზე მუშაობას ჯილიან ფლინთან ერთად აპირებს. ფლინი ამერიკელი მწერალია, რომლის ბესტსელერის, ”დაკარგული გოგონა”, მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი წელს გამოვა. ფილმის რეჟისორი დევიდ ფინჩერია და მასში მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს. 

კომენტარები