გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა. პირისპირ შეხვედრისას, პრეზიდენტები პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს", - აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

გიორგი მარგველაშვილი დღესვე აზერბაიჯანის პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

კომენტარები