პრესის თავისუფლების ინდექსი

პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო 84-ე ადგილზეა

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მსოფლიო მასშტაბით 2014 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. 180 ქვეყანას შორის საქართველო 84-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო მე-100 ადგილზე იყო.

ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წლის არჩევნები საქართველოში უფრო მშვიდი იყო, ვიდრე წინა არჩევნები. ძალადობა ჟურნალისტებზე იყო იშვიათი. ტელეკომპანია იმედი 2012 წლის არჩევნების შემდეგ მფლობელის ოჯახს დაუბრუნდა. ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გახსნილმა ტელეკომპანია მეცხრე არხმა კი მის გამარჯვებაში დიდი როლი შეიტანა.

2014 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა სომხეთშია [78-ე ადგილი], ყველაზე ცუდი კი აზერბაიჯანში [160-ე ადგილი].

პრესის თავისუფლების მხრივ, რუსეთის ფედერაცია 148-ე ადგილზეა.

პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინეთშია, ხოლო ყველაზე ცუდი ერითრეაში, რომელიც 180-ე ადგილს იკავებს.

რეპორტიორი საზღვრებს გარეშე პრესის თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს.

კომენტარები