დიაკონი - ივანიშვილს: თავად ვერ იღებ კრიტიკას, პატრიარქი როგორ უნდა აკრიტიკო?

რაც პატრიარქმა წლობით ააშენა, ესენი ერთი ხელის მოსმით მარხავენ. რაც საპატრიარქოში ხდება, არ ვმალავ და ამის შესახებ პრესით ვლაპარაკობ. შე კაი კაცო, რომ გაიძახი თუ მოსაკითხია, პატრიარქსაც უნდა მოვთხოვოთო, შენ ვინ მოგცა მაგის უფლება?.. თავად ვერ იღებ კრიტიკას, ვინც სიმართლეს გეუბნევა და შენ პატრიარქი როგორ უნდა აკრიტიკო? მე ძალიან დიდი სამადლობელი სიტყვები მაქვს შემონახული ბატონი ბიძინასთვის, მაგრამ იცით რომ შიში გამიჩნდა გულში? ... მეშინია, ერთ მშვენიერ დღეს 200 ათასი და 300 ათასი კაცი რუსთაველზე კი არ შეიკრიბოს, არამედ სოლოლაკში მიადგეს და პასუხი მოსთხოვოს იმ ვალდებულებების შესრულების გამო, რაც მან ქართველი ერის წინაშე აიღო. ვშიშობ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდეს.

დიაკონი მამა ელიზბარი გაზეთ ასავალ-დასავალში ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

კომენტარები