ნულანდის ჩანაწერი

მერკელი: ნულანდისგან ევროკავშირის ძალისხმევის შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია

German Chancellor Merkel gestures during a election campaign in the western town of Soest
Ina Fassbender / REUTERS

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის მაღალჩინოსნებისგან ევროკავშირის ძალისხმევის შეურაცხყოფას, იშუამდგომლოს უკრაინის კრიზისში, ყოვლად მიუღებელს უწოდებს.

მერკელის პრესმდივნის კრისტიან ვირცის განცხადებით, მერკელი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის მიერ გაწეულ სამსახურს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

"კანცლერისთვის ეს გამონათქვამები ყოვლად მიუღებელია და მას სურს ხაზი გაუსვას, რომ კეტრინ ეშტონი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს", - აღნიშნა მერკელის პრესმდივანმა.

ხუთშაბათს, Youtube-ზე გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი უკრაინაში შექმნილ კრიზისზე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხება, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა "ევროკავშირის დედაც". მოგვიანებით, ვიქტორია ნულანდმა ამ სიტყვების გამო მოიბოდიშა.

კომენტარები