სააკაშვილი: კლიჩკოს სიტყვა იყო ყველაზე შთამაგონებელი

Georgia's presidential candidate Mikhail Saakashvili speaks during a meeting with refugees in Tbilisi
? David Mdzinarishvili / REUTERS

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც მიუნხენის რიგით 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, გერმანიის დატოვების შემდეგ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის უკრაინული ოპოზიციის ლიდერებზე საუბრობს.

"ახლახან დავბრუნდი მიუნხენიდან, სადაც სხვებთან ერთად შევხვდი უკრაინული რევოლუციის ლიდერებს. ჩანდა, რომ მათ აქვთ ხედვა და გეგმა. კლიჩკოს სიტყვა იყო ყველაზე შთამაგონებელი, რაც მე ოდესმე მომისმენია მიუნხენის კონფერენციაზე, რომელზე დასწრებაც 9 წლის წინ დავიწყე. ის კარგად საუბრობდა გერმანულ ენაზე, მოკლე, ცხადი წინადადებებით, იყო სპონტანური და დამაჯერებელი კითხვა-პასუხის სესიაზე, იმავდროულად, შეკითხვებს ინგლისურ ენაზე პასუხს სცემდა ინგლისურად. ნამდვილად დამაიმედებელი ლიდერია!

არსენი იაცენიუკი, რომელთანაც დსთ-ის სამიტებზე სიამოვნებით ვმუშაობდი, როცა ჩვენ ერთად ვეწინააღმდეგებოდით პუტინს, ჩემს ძველ სკოლის მეგობარ პეტი პოროშენკოსთან ერთად კიევის უნივერსიტეტიდან, ორივე სრულიად გარკვეულია პრობლემებში და მზად არიან ისინი თამამად გადაჭრან.

მე ვარ დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი უკრაინისა და რეგიონის მომავალთან დაკავშირებით", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები