პრემიერი: წინა ხელისუფლების რადიკალური მიდგომა რუსეთთან დამაზიანებელი იყო

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის დასასრულ პრემიერმა ღარიბაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს შეთანხმების მთავარი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია. მისი თქმით აშშ და ევროპა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს.

"წინა ხელისუფლების რადიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში აბსოლუტურად დამაზიანებელი იყო. ევროპელი ლიდერები ამას წუხილით იხსენებენ. მათგან გვაქვს რუსეთთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის სრული მოწონება და ისინი მხარს უჭერენ ჩვენს მიდგომას. რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის დავრჩებით პრინციპულები მთავარი საკითხში – ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ. ამ მოლაპარაკებაში რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის და აშშ-ის როლს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები