ღარიბაშვილი: ევროპის ქვეყნები, რუსეთის ჩათვლით, უკრაინაში გამოსავალს იპოვიან

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. ის სიტყვით გამოვიდა სესიაზე - “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური უსაფრთხოება". პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ტაბულა პრემიერის გამოსვლის იმ თარგმანს გთავაზობთ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

”საქართველოს ხელისუფლება გმობს ნებისმიერ ძალადობას. ეს ნამდვილად მიუღებელია და მე მწამს, რომ უკრაინის მთავრობა, უკრაინელ ხალხთან და ოპოზიციასთან ერთად გამოსავალს იპოვის აღნიშნბული კრიზისიდან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. და მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და სხვა ქვეყნები რუსეთის ჩათვლით მონახავენ საკითხის გადაწყვეტას და მე დარწმუნებული ვარ რომ არსებობს გამოსავალი” - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები