თეთრი სახლის ანგარიში

ნორლანდი: თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად შეაფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით თეთრი სახლის იმ ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც თებერვალში უნდა გამოქვეყნდეს. ნორლანდის თქმით, დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ანგარიშში აუცილებლად შევა ის მიღწევები და წარუმატებლობები, რასაც საქართველომ 2013 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიაღწია.

"დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშში საქართველოში ჩატარებული არჩევნები პოზიტიურად და დემოკრატიულად შეფასდება. ამასთან, ყურადღება გამახვილდება საქართველოში კანონის უზენაესობის მხრივ არსებულ საკითხებზე და მისი აღსრულების მნიშვნელობაზე. საერთო ჯამში, ვფიქრობ, გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებით, ანგარიში პოზიტიური იქნება", - განაცხადა ნორლანდმა.

კომენტარები