დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანებთან კომუნიკაციას. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა სიახლე: Facebook-ზე გამოვაქვეყნეთ წერილი და ვთხოვეთ მომხმარებლებს, თუ რა კითხვები გააჩნდათ, მოეწერათ ჩემთვის და ვუპასუხებდით. დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები", - აღნიშნა კალაძემ.
ვიცეპრემიერი მინისტრებს ურჩევს, მას მიბაძონ და ვიდეოდიალოგის ტრადიცია მათაც დანერგონ. "ამას მომავალშიც გავაგრძელებ", - აღნიშნა კალაძემ.





