ქუცნაშვილი: კონფესიების დაფინანსება სულიერ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს

ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს თანაბარ საბაზისო დაფინანსებას. ხოლო დანარჩენი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება რელიგიურ გაერთიანებაში წევრთა რაოდენობაზე. ეს იქნება ყოველწლიური დაფინანსება იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანებების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, სწორია, დროულია და მას მართლმადიდებლური ეკლესიაც მიესალმება.

კომენტარები