ნილს მუიჟნიეკსი

მუიჟნიეკსი: მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ გამოძიება უნდა დაწყებულიყო

hizmetnews.com

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მუიჟნიეკსის თქმით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან კონსპირაციულად გაყვანისა და დაკითხვის შესახებ გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ნილს ნიუჟენსკიმ ეს განცხადება საქართველოში 6 დღიანი ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი იმგვარად იქნა გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა.

"აშკარაა, რომ ამგვარი ბრალდებები საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. მე ვფიქრობ, საკითხის ამგვარად გადაწყვეტამ ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდა, რომ შესაძლოა არასათანადო ქმედებას ჰქონოდა ადგილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს სისტემური პრობლემაა და არ არსებობს შიდა რეგულაციები, რომელიც ციხეებში კამერების ჩანაწერების შენახვის ვადებს დაარეგულირებს. მე ინტერესით დაველოდები, თუ რა რეაგირებას მოახდენს სასჯელაღსრულების სამინისტრო იმ რეკომენდაციებზე, რომელიც მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გასცა და ვიდეოკამერების ჩანაწერების შენახვის მკაფიო წესების შემუშავებას ითვალისწინებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან ამ პრობლემის მოგვარების შესახებ პასუხს თებერვლის შუა რიცხვებში ველოდებით. მე ვფიქრობ, რომ ყველა განცხადება, რომელიც არასათანადო ქცევას თუ დარღვევას უკავშირდება, აუცილებლად სწრაფად და ეფექტურად უნდა იქნეს გამოძიებული" - განაცხადა ნილს მუჟნიეკსიმ.

საქმე ვანო მერაბიშვილის  მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კონსპირაციულად გაიყვანეს და სასჯელაღსრულების დეპარტალენტში დჰკითხეს. 

კომენტარები