არეულობა უკრაინაში

უკრაინის რადაში „დიქტატორული კანონების“ გაუქმების პროექტი შევიდა

YURIY DYACHYSHYN / AFP

მმართველი რეგიონების პარტიის წევრმა ვლადისლავ ატროშენკომ უმაღლეს რადაში რეგისტრაციაში გაატარა კანონპროექტი, რომლის თანახმად 16 იანვარს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ზოგიერთი კანონი უნდა გაუქმდეს. კანონპროექტის სახელწოდებაა „უკრაინის ზოგიერთი კანონის ბათილად ცნობის შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს უკრაინის მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლებებს".

16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ რამდენიმე კანონპროექტი მიიღო, რომელიც ზღუდავს დემონსტრაციების მონაწილეთა უფლებებს. ასევე, დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის და ე. წ. ექსტრემისტული საქმიანობისთვის. ასევე სავალდებულო გახდა ე. წ. „უცხოელ აგენტად" რეგისტრირება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის.
ახალი კანონმდებლობა დაგმეს აშშ-მა და ევროკავშირმა, ასევე ეუთო-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ამ კანიონების მიღებას მაიდანზე შეკრებილ მოქალაქეთა აღშფოთება და 19 იანვარს შეტაკებების დაწყება მოჰყვა, რომლებსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვეპრლა.

იმის შესახებ, რომ 16 იანვარს მიღებულ კანონებში ცვლილებები შევა, ურკაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს, სასულიერო -პირებთან შეხვედრისას განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სესია 28 იანვრისთვის არის დანიშნული.

კომენტარები