იპოთეკარები

პრობლემური სესხების მქონე 124 ქვეყნიდან საქართველო 52-ე ადგილზეა

ეკონომიკური კვლევის ცენტრმა საქართველოში არსებული პრობლემური სესხების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ბანკის მიერ გაცემული სესხების 10% პრობლემურია. ეკონომიკური კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, ირინა გურულის აზრით, მთავარი პრობლემა მოსახლეობის საკითხში გაუთვითცნობიერებლობაა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს. ირინა გურულმა პრობლემის გამძაფრება მთავრობის მიერ 2013 წლის ზაფხულში მიღებულ კანონპროექტსაც დაუკავშირა, რომელიც კრედიტორების სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზებას ეხებოდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბანკის კვლევების შედეგად, პრობლემური სესხების მქონე 124 ქვეყნიდან საქართველო 52-ე ადგილზეა.

კომენტარები