ვითარება უკრაინაში

სახალხო რადა: იანუკოვიჩმა კიევი სისხლში ჩაძირა

სახალხო რადა
censor.net

კიევში, ოქტომბრის სასახლეში ”სახალხო რადა” დაარსეს, რომელმაც მიიღო დოკუმენტი ”იანუკოვიჩის ხელისუფლების უზურპაციისა და დიქტატურის წინააღმდეგ” სადაც ხელისუფლება კანონგარეშე გამოცხადდა. სახალხო რადა ოპოზიცონერმა დეპუტატებმა დაარსეს, რომელსაც ოპოზიციის სამივე ლიდერი ესწრებოდა. 

”დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სხვა ქვეყანაში - მკვლელებისა და დიქტატურის ქვეყანაში. იანუკოვიჩი გადავიდა წითელ ხაზს, ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რისთვისაც ის დაისჯება როგორც უკრაინული, ისე საერთაშორისო კანონებით. თავისი დანაშაულებრივი ქმედებებით ხელისუფლებამ ქვეყანა ომის ზღვრამდე მიიყვანა და გამოაცხადა თავი კანონგარეშედ.

ნაცვლად მილიონობით პროტესტის მონაწილესთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებისა, რომლებიც უკვე ორი თვეა ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ და აიძულონ მოისმინონ ხალხის სამართლიანი მოთხოვნები - პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა კიევი სისხლში ჩაძირა და გააღვივა ნამდვილი ტერორი უკრაინელთა წინააღმდეგ. ახლა გასაგებია, რომ რუსული ვერცხლის მონეტები, ე.წ კრედიტი, რისთვისაც იანუკოვიჩმა გაყიდა უკრაინა, გამოყენებულ იქნა იარაღის საყიდლად, იმისთვის, რომ მშვიდობიანი ადამიანები მოეკლათ. ჩვენ უკვე აღარაფერს მოვითხოვთ, რადგან ორი თვის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტისა, არც ერთი ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეისმინა. მხოლოდ ახალ სახალხო ხელისუფლებას შეუძლია შეაჩეროს სისხლისღვრა და აარიდოს უკრაინას გაყოფა” - ნათქვამია სახალხო რადას განცხადებაში. 

 

კომენტარები