ლარის კურსი

ონოფრიშვილი: ლარის კურსი 1.7 და 1.8 ნიშნულს შორის დასტაბილურდება

iverioni.com.ge

თებერვლის შუა რიცხვებამდე ლარის კურსი 1.7 და 1.8 ნიშნულს შორის დასტაბილურდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა კომერსანტთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ინფლაცია ამ ეტაპზე არის 2%-ის ფარგლებში, ბიუჯეტში კი ჩადებულია 5%. ეს პროცესი მუდმივად ვერ გაგრძელდება და მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, თუ ამის საჭიროება დადგება, ეროვნული ბანკი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. საპანიკო ამაში არაფერი არ არის, ეს ჯანსაღი პროცესია. ახლანდელი კურსის ცვლილება უფრო შესაბამისია ეკონომიკის მდგომარეობის, ვიდრე ის, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში კურსი ნაკლებად მცოცავი იყო", - აღნიშნა ონოფრიშვილმა. 

კომენტარები