აშშ-ს კონგრესის დელეგაცია

გიგა ბოკერია: ხელისუფლება არ ცდილობს რუსეთზე წნეხის განხორციელებას

გიგა ბოკერია
tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, აშშ-ს კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით საქართველოსთვის ამერიკა მნიშვნელოვანი პარტნიორია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების და დემოკრატიზაციის პროცესში. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო აშშ-ს დელეგაციას იმ ვითარებაში ხვდება, როცა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება და ხელისუფლებას მოდუნებული აქვს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციაზე წნეხის განსახორციელებლად.ბუნებრივია, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მოისმინეს ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო და მისი ხელისუფლება ფოკუსირებული უნდა იყოს არა ოპონენტების დევნაზე, ციხეში ჩასმაზე და ღამით საკნიდან ტომრის ჩამოცმევით გამოყვანაზე, არამედ ქვეყნის სტრატეგიული საკითხების და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ", - განაცხადა ბოკერიამ. 

კომენტარები