აშშ-ს კონგრესის დელეგაცია

ფანჯიკიძე: "ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა"

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ს კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ბევრს აკეთებს. მინისტრის თქმით,  მას იმედია აქვს, რომ  ეს მხარდაჭერა საქართველოს დაეხამრება დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მეტის მიღწევაში. 

 "ეს არ არის უბრალო მხარდაჭერა. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა განმტკიცდეს. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებითაც. ჩვენ მათ გამოგვიყვეს დახმარება, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია იყოს უფრო აქტიური და განხორციელდეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული სამოქმედო გეგმა. NATO-სთან დაკავშირებითაც მათი მხარდაჭერა ურყევია. იმედი გვაქვს, მათი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით მეტს მივაღწევთ შემოდგომაზე, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე", -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ. 

"ეს მხარდაჭერა ჩვენ გასული წლების მანძილზეც ხშირად გვიგრძვნია და დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის გამოხატულება. ჩვენ შევეხეთ ჟენევის ფორმატსაც, რომელზეც ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ისე, როგორც ეს საქართველოს აქვს გაკეთებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები