სააარჩევნო ბარიერი

შესაძლოა თვითმმართველ ქალაქებში მერი 40%-იანი ბარიერით აირჩეს

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

შესაძლოა, საქართველოს 12 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის 40%-იანი ბარიერი დაწესდეს. ამის შესახებ ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს პრემიერთან მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"სხვა საკითხებთან ერთად, ბუნებრივია, საუბარი შეეხო 40-პროცენტიანი ბარიერის თემას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყველა მერი 12-ვე ქალაქში, ნაცვლად მხოლოდ თბილისისა, არჩეული იქნება 40-პროცენტიანი ბარიერით. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მაშინ, როცა კანონი ძალაში შევა, მაგრამ ეს სარის დღევანდელი კონსულტაციების შედეგი. ამაზე უმრავლესობის მხრიდან დასტური მიღებულია", - განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები