თბილისში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკული დოლარის შესაძენად საშუალოდ 1.78 ლარია საჭირო. მაშინ, როცა 2013 წლის გაზაფხულზე 1 ამერიკული დოლარის ღირებულება საშუალოდ 1.64 ლარი იყო.
ლარი ასევე გაუფასურებულია ევროსთან მიმართებით. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 ევროს ღირებულება 2.42 ლარს აღწევს. მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ, 1 ევრო საშუალოდ 2.15 ლარი ღირდა.ლარის კურსი უკვე რამდენიმე თვეა ეცემა. მთავრობა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ოპოზიცია და ეკონომისტების დიდი ნაწილი კი კურსის სწრაფ ცვლილებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება თუ გაგრძელდა, ეს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ლარის კურსი




