ავტომანქანების შეძენა

ჭიკაიძე: პიროვნებებისთვის მანქანები არ შეგვიძენია

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბოლო პერიოდში მისი უწყების მიერ მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის ბრონირებული ავტომანქანების შესყიდვის ფაქტს ადასტურებს. თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული პირებისთვის მანქანები არ შეუძენიათ.

"ჩვენი სამინისტროს მიერ თუ იქნა რამე შესყიდული, ესაა სპეცსამსახურებისთვის ბრონირებული მანქანები, რომლებიც მოხმარდება გარკვეულ სპეცოპერაციებს. მანქანები რომ გვეყიდა პიროვნებებისთვის, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ ძველი მანქანები გვყავს, რითაც აქამდე დავდიოდით", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ძვირადღირებული ავტომობილების დიდი რაოდენობით შეძენას განაგრძობენ.

 

კომენტარები