ავტომანქანების შეძენა

კალაძე: ავტომანქანების შეძენის ერთიანი სტანდარტი მალე იქნება წარმოდგენილი

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, "სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ავტომანქანების შეძენის ერთიანი სტანდარტები უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი". მისი თქმით, ამ თემაზე მუშაობა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს დაიწყო.

"დღეს ყველაფერი ხდება ქაოსურად, ვისაც რა გაუხარდება, ამის მიხედვით ხდება ავტომობილების შეძენა. ჩემი აზრით, ეს უნდა დარეგულირდეს, მოექცეს ერთიან სტანდარტებში და როგორ განხორციელდება შესყიდვები კონკრეტულად, ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - აღნიშნა კალაძემ.

სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ავტომანქანების შეძენის ერთიანი სტანდარტების შესახებ განცხადება გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

კომენტარები