პერსონა ნონ გრატა

ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ სატერი რუსეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა

tweetminster.co.uk

ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ სატერი რუსეთში პერსონა ნონ გრატა გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტს კიევში, რუსეთის საკონსულოში აცნობეს, სადაც იგი ვიზის გასაგრძელებლად მივიდა. რუსი დიპლომატების განცხადებით, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სატერის რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველია.

დევიდ სატერი, რომელიც რუსეთისა და მისი ლიდერის შესახებ მრავალი სტატიისა და რამდენიმე პოპულარული წიგნის ავტორია, გასული წლის სექტემბრიდან მოსკოვში რადიო თავისუფლების კონსულტანტად მუშაობდა. იგი რუსეთში დასავლური გამოცემების კორესპოდენტი 1974 წლიდან იყო. ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ დასავლელი ჟურნალისტის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების პირველი შემთხვევაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

შეერთებული შტატების საელჩომ რუსეთში ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოთქვა. თუმცა, რაიმე განმარტება რუსეთის ხელისუფლებისგან არ მიუღია.

კომენტარები