დასაქმება

ილია II: ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩვენ ვერ ვხედავთ

ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს ღვინის საქმეში, თითქმის არცერთი ქვეყანა არ არის ასეთი მდიდარი. ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს წყალში, რომელიც უხვად გვაქვს. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩვენ ვერ ვხედავთ და ვამბობთ, რომ სამუშაო ადგილები არ არისო. სინამდვილეში ყველაფერი გვაქვს. ღმერთმა უხვად მოგვცა ყველაფერი.

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ნეტგაზეთის ცნობით, შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

კომენტარები