აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

Wikipedia

თბილისის მერიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციას მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა მართავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სასტუმრო უშუალოდ ვაკის პარკში არ შენდება. თუმცა, ეს არის სარეკრეაციო ზონა, რომელიც ვაკის პარკთან მდებარეობს. მათი თქმით, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემა კანონდარღვევით მოხდა.

მოძრაობაში ამბობენ, რომ სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ და თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მოამზადეს.

 

კომენტარები