ტერორიზმის ცრუ შეტყობინება

ტერორიზმის ცრუ შეტყობინებისთვის სანქცია გამკაცრდა

112
medianews.ge

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სანაქცია გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ 112-ს არამიზნობრივად გამოიყენებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელების მიზნით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მშობელი ან მისი შემცვლელი პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება, თუ 14 წლამდე არასრულწლოვანი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას განახორციელებს 112-ზე, ხოლო 1 წლის განმავლობაში თუ არასრულწლოვანი დანაშაულს გაიმეორებს, ხელახალი ჯარიმა 2 500 ლარი იქნება.

თუ 14-16 წლის მოზარდი 112-ზე არამიზნობრივად, ცრუ შეტყობინებისთვის დარეკავს, ეს გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

უშუალოდ ზარის ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:

1. 14 წლის ზევით მოზარდის მიერ 112-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელება ისჯება გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1-დან 2 წლამდე, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გარემოებათა გათვალისწინებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

2. 16 წლის ზევით პიროვნება 112-ზე არამიზნობრივი ზარის სისტემატურად განხორციელებისათვის დაისჯება 300 ლარის ოდენობით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით. ასევე, 16 წლის ზევით პიროვნება ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1 000 ლარით, ან დაისჯება 15 დღე-ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

შსს-ს განცხადებით, ცრუ შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში მოქალაქეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ 112-ზე შეტყობინების განხორციელების მიზეზი მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასებაა, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირმა შეიძლება ივარაუდოს გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.

კომენტარები