ღვინის ეროვნული სააგენტო

დავითაშვილი: სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ღვინის რეკლამირებას არ ვგეგმავთ

www.zonanews.ge

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სააგენტო სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ღვინის ორგანიზებულად რეკლამირებას არ გეგმავს, თუმცა, კერძო სექტორის ინიციატივებს ამ მიმართულებით არ გამორიცხავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის თქმით, ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებსა და მათ შორის, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება.

"ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ამ მიმართულებით ახორციელებენ, შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს. მთვარია, ხარისხიანი ნაწარმი იყოს წარმოდგენილი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2013 წელს ექსპორტზე 46 ქვეყანაში 47 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. აქედან რუსეთში - 22 მილიონამდე ბოთლი.   

კომენტარები