თურქეთში ქართველების გარდაცვალება

თურქეთში ოთხი ქართველი გარდაიცვალა

dunyatimes.com

თურქეთში, სტამბოლის ზონის ქალაქ გებზეში ოთხი ქართველი დაიღუპა.

თურქეთში ქართული საკონსულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გარდაცვალება კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია. ოთხი გარდაცვლილის გარდა, მძიმე მოწამვლა აღენიშნება კიდევ სამ ქართველს, რომლებიც ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით ქართველები თურქეთში მშენებლობაზე მუშაობდნენ და სასმელი თავად დაამზადეს. 

გარდაცვლილებს საქართველოში სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ.

კომენტარები