შსს

შსს-მ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას არარეგისტრირებული ა-კა-ემ-ის მოდელის ავტომატური ცეცხლი იარაღი, ერთი მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

კომენტარები