საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შედის - ამ დროისთვის საბჭოს წევრობის ცხრა კანდიდატიდან მხოლოდ ექვსია ცნობილი.
რამდენად გამჭივრვალეა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მხარეები კუთვნილ კვოტას სრულად არ გამოიყენებენ - ფოკუსის სტუმრები მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრები ზვიად ქორიძე, ზვიად დევდარიანი და ნინო ბექიშვილი, ასევე მეურვეობის უკვე შერჩეული კანდიდატები ნინია კაკაბაძე და ლელა გაფრინდაშვილი არიან.




