ილია მეორე: უფალი, როგორც ბავშვს, ხელს მკიდებდა და გამოვყავდი განსაცდელიდან

მადლობა თქვენ სიყვარულისათვის. მადლობას შევწირავ უფალს. ამ 36 წლის მანძილზე ვგრძნობდი ერთ რამეს, რომ უფალი არასდროს მტოვებდა, არასდროს ტოვებდა საქართველოს. უფალი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მკიდებდა ხელს და გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც. დიდება და მადლობა უფალს. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ეს გაკეთდა, აშენდა ტაძრები. მე მინდა კიდვე ერთხელ შეგახსენოთ, რომ უფალი აკეთებს ყველაფერს. ეს ტაძარიც, ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, აშენდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა საქართველოს. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ეს პატარა განსაცდელებიც გაივლის. საქართველო დადგება მშვიდობის გზაზე და ბედნიერები ვიქნებით ყველანი

ილია მეორეს აღსაყდრებიდან 36 წელი გავიდა.

კომენტარები