თურქეთი

თურქეთში ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გადადგნენ

თურქეთში ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გადადგნენ. მინისტრების გადაწყვეტილება გასულ კვირას ჩატარებულ ანტიკორუფციულ სპეცოპერაციის უკავშირდება, რომლის დროსაც თურქეთის პოლიციამ მინისტრების შვილები, მაღალჩინოსნები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დააკავა. თურქეთის პრემიერმინისტრმა სპეცოპერაციას მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური კამპანია უწოდა.

სპეცოპერაციას ერდოღანის მთავრობის მიერ რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ოპერაცია ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება იყო.

მიმომხილველების ვარაუდით, ოპერაციის უკან გავლენიანი ისლამისტი, თურქეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში მყოფი ფეტლულა გულენი დგას, რომელსაც ძლიერი კავშირები აქვს თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში. გულენი ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ანტიკორუფციული სქემის გამოაშკარავება თურქეთის ხელისუფლებისთვის არახელსაყრელ დროს მოხდა - მარტში ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი, როცა თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის, მართვის სადავეების მოპოვებისთვისაც იბრძოლებენ.

კომენტარები