თარგამაძე: მთავარი პროკურორი ხარშილაძის დაკავებას ნებისმიერი მეთოდით ცდილობს

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

კობა ხარშილაძის პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაბარება მთავარი პროკურორის კიდევ ერთი თავზეხელაღებული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

თარგამაძის თქმით, მთავრობა ხარშილაძის დაკავებას ნებისმიერი ხერხით ცდილობს, რათა მასზე ზეწოლა განახორციელონ და ჟვანიას საქმის გამოძიებისთვის მტკიცებულებები მოიპოვონ.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი და ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე, კობა ხარშილაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინა კვირას უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მათ საპყრობილე 18 დეკემბერს 400-400-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვეს. თუმცა კობა ხარშილაძე პროკურატურაში დღეს კვლავ უნდა გამოცხადდეს. მან ახსნა-განმარტება ტურისტულ სააგენტოში ბილეთების დაჯავშნის თაობაზე უნდა გააკეთოს.

 

 

კომენტარები