თეორემა

სააკაშვილი / სტალინი / კატები

21 დეკემბერს მიშა სააკაშვილი 46 წლის გახდა. ეს პირველი დაბადების დღეა 10 წლის შემდეგ, რომელსაც ის საქართველოს პოლიტიკური ლიდერის რანგში არ შეხვდა.

სააკაშვილის მემკვიდრეობის სრულფასოვანი შეფასება შესაძლოა ნაადრევია, მაგრამ კამათი ყოველთვის შეიძლება. გადაცემის პირველ ნაწილში სწორედ ამას ვაპირებთ.

„ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან — ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს. ქართველი ეროვნება კი არა, კონგლომერატია. საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა" - ეს სიტყვები იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა მოსკოვში, 1925 წელს, კომუნისტური ინტერნაციონალის ყრილობაზე წარმოთქვა.

21 დეკემბერი საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის დაბადების დღეცაა - სალომე ბარკერი დაინტერესდა, იცნობენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მილიონობით ადამიანის მკვლელს და მათ სტალინის შეფასება სთხოვა. ხალხის ხმას, გადაცემის მეორე ნაწილში შევიტყობთ.

რატომ სძულთ ან რატომ უყვართ კატები - გადაცემის ბოლო ნაწილში.

კომენტარები