საქართველო-რუსეთი

კარასინი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად

გრიგორი კარასინი

რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად - ამის შესახებ, რუსული სააგენტო ИТАР-ТАСС-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. მისი თქმით, „დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ჯერ ვერ აღვადგინეთ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ".

კარასინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესი შეინიშნება. „ წინ უნდა წავიწიოთ, რათა ორივე ქვეყნის მოქალაქეთა გადაადგილების რეჟიმი მაქსიმალურად თავისუფალი იყოს. ჩვენ ამას ორმაგი ენერგიით შევუდგებით. თუმცა, ამ სამუშაოს ტემპის წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

კარასინი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ამჟამად სწორი მიმართულებთ ვითარდება. მან ხახი გაუსვა ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების დადებით შედეგებს. მისი განცხადებთ, აბაშიძეს „დადებთი რენომე აქვს და ის სერიოზული , მშვიდი დიპლომატია".

ამავე დროს, რუსი დიპლომატის განცხადებთ, ორმხრივი მოლაპარაკებების თემას არ წარმოადგენს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის საკითი, სადაც „ორი მხარის პოზიციები პრინციპულად განსხვავდება".

უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხთა შორის კარასინმა ქვეყნებს შორის რეგულარული საავიაციო მიმსვლის დაწყება დაასახელა.
რუსი დიპლომატის განცხადებით „ერთი წლის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობა უფრო გასაგები გახდა". საქართველოში ხელსუფლების ცვლილების შემდეგ, მისი თქმით, რუსეთის დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ „ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება".

შეგახსენებთ, 19 დეკემბერს პრესკონფერნციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილოს.

საქართველოს ხელსუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს არ იტყვის.  

კომენტარები