ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის ნოემბრის თვის კლვევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, სექტემბრის შემდეგ გაზრდილია კოალიცია ქართული ოცნების და ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა რეიტინგები. კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 61% პასუხობს, რომ ასეთი კოალიცია ქართული ოცნებაა, სექტემბერში ასე 11%-ით ნაკლები ფიქრობდა. ნაციონალურ მოძრაობას კი პირველ არჩევანად 12-ის ნაცვლად, 9% ასახელებს. 10%-ით არის გაზრდილი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აღქმა. იცვლება თუ არა საზოგადოებრივი განწყობები და რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა კვლევის შედეგები, ამის შესახებ ჩვენს კითხვებს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი, ლუის ნავარო პასუხობს.
tbl.ge/mlx
დაკოპირდა




